__S_E_R_C_H__ პარასკევი, 03.05.2024, 05:01
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » 03.09.2012 იგორ კოკოშკოვი: რუმინეთი სათანადოდ შევაფასეთ
21:38
03.09.2012 იგორ კოკოშკოვი: რუმინეთი სათანადოდ შევაფასეთ

გთავაზობთ რუმინეთისა და საქართველოს მატჩს შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს:   იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი   „ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ რუმინეთი, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი და პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. ჩვენ გამარჯვება ბოლო მომენტამდე არ გვქონდა განა2012-09-03
იგორ კოკოშკოვი: რუმინეთი სათანადოდ შევაფასეთ

გთავაზობთ რუმინეთისა და საქართველოს მატჩს შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს:

 

იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

„ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ რუმინეთი, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი და პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. ჩვენ გამარჯვება ბოლო მომენტამდე არ გვქონდა განაღდებული, ას რომ წარმატების მისაღწევად ბრძოლა მთელი 40 წუთის მანძილზე მოგვიწია.

 

თორნიკე შენგელია

 

„წინა მატჩში ჰოლანდიაში დამარცხების შემდეგ, ეს იყო ჩვენი გუნდის კარგი თამაში. ჩვენ ვცდილობდით დაცვაში კარგად გვეთამაშა. რუმინეთმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლო წუთებამდე არ დაგვნებდა. წინ კიდევ 3 მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩი ბოსნიასთან".

 

მლადენ ოსტოიჩი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

„პირველ რიგში მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. ჩვენ საქართველოში უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე აქ. ქართველებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ბევრი ძალიან კარგი მოთამაშით დაკომპლექტებული. ჩვენ ვცდილობდით, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით კონცენტრირება შეტევაზე. დღეს ჩვენი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა, მაგრამ თამაშის ბედი დაცვაში თამაშმა გადაწყვიტა.

 

ანდრეი მაჩადე, რუმინეთის ნაკრების წევრი

 

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი გუნდი თამაშობდა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მატჩს კარგად აკონტროლებდა და თქვენ ნახეთ საბოლოოდ შესაბამისი ანგარიში ტაბლოზე. ჩევნ არასტაბილურად ვითამაშეთ. გვქონდა მომენტებში ძალიან კარგი პასები, მაგრამ ცუდი ეპიზოდები და შეცდომები სჭარბობდა. თანაც, ბოლოს გამძლეობამაც გვიმტყუნა".ღდებული, ...

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1285 | დაამატა: guroo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz