__S_E_R_C_H__ ორშაბათი, 13.05.2024, 22:27
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 11 » ”ელ კლასიკოს” ისტორიული ფაქტები
14:21
”ელ კლასიკოს” ისტორიული ფაქტები

როგორც მოგეხსენებათ 2 ბუმბერაზი გუნდის, მადრიდის ”რეალის” და კატალონიის ”ბარსელონას” დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს და ამ ფაქტს "ელ კლასიკო" ეწოდება.”ელ კლასიკო” ასევე ცნობილია, როგორც ესპანური დერბი.

პირველი ”ელ კლასიკო” 1928 წლის 17 თებერვალს შედგა, სადაც ”ბარსელონა” მოულოდნელად საკუთარ სტადიონზე 1:2 დამარცხდა, თუმცა ეს ”ბარსელონას” დასასრულის დასაწყისი იყო, ვინაიდან წლების მანძილზე "ბლაუგნარა" შეუჩერებელი იყო "ლოს ბლნაკოსისთვის".

1945 წელს,სანტიაგო ბერნაბეუ ”რეალის" პრეზიდენტად აირჩიეს და იმავე წელს, მისი კლუბი ესპანეთის თასის გათამაშებაში ”ბარსელონას" დაუპირისპირდა, სადაც მადრიდელებმა 11–1 გაიმარჯვეს, თუმცა ეს რამდენად რეალურია დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენთვითონ განსაზღვრეთ. უკანასკნელ შეხვედრაში კატალონიელებმა სასწაული შესძლეს და დაამარცხეს ჟოზე მოურინიოს შეგირდები, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურ ფორმაში იმყოფებოდნენ (5–0).

"ელ კლასიკო” განსაკუთრებით გამწვავდა 50-ან წლებში, ეს ყველაფერი უშვალოდ ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერს უკავშირდება. ამ გენიალური ფეხბურთელის მიმართ ”რეალიც” და ”ბარსელონაც” უდიდეს ინტერესს იჩენდა. ამ დროს ის Club Deportivo Los Millonarios-ში თამაშობდა. ორივე გუნდმა ის საკუთარ რიგებში ჩაწერა, ორივე გუნდი დარწმუნებული იყო, რომ დი სტეფანო მას ეკუთვნოდა. ეს ტრანსფერი ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ორგანოებში ინხილებოდა და საბოლოოდ ”სამეფო” კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა. დი სტეფანომ თავის პირველივე ”კლასიკოში” დუბლი შეასრულა. მას მადრიდელთა ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთში. მნიშვნელოვანმა ორგანიზაციებმა ალფრედო აღიარეს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, თუმცა ამას ბევრი არ ეთანხმება, რაც გასაკვირი არ არის.

თამაშების რაოდენობა:





ელ კლასიკოს” საუკეთესო გოლეადორები:

ალფრედო დი სტეფანო - 18
რაული - 15
ცესარი - 14
ფრანჩესკო გენტო - 14
ფერენც პუშკაში - 14
სანტილანა - 12
უგო სანჩესი - 10
ხუანიტო - 10
ესტანისლაო - 9

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 853 | დაამატა: DaViD | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz