__S_E_R_C_H__ პარასკევი, 17.05.2024, 11:03
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » ივლისი » 10 » "ევროლიგის" კენჭისყრა
12:17
"ევროლიგის" კენჭისყრა

გუშინ ბარსელონაში გაირკვა მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდის მეტოქეები 2011-2012 წლების "ევროლიგის" გათამაშებაში...


მადრიდელები "ცე" ჯგუფში მოხვდნენ და მათ შემდეგი მოწინააღმდეგები ეყოლებათ: თელავივის "მაკაბი"(ისრაელი), ბელგრადის "პარტიზანი"(სერბეთი), ანანდოლუს "ეფესი" (თურქეთი), "არმანი ჯინს მილანი"(იტალია) და კიდევ დაემატება 1 გუნდი საკვალიპიკაციო ეტაპიდან. ჯგუფში მოსახვედრად იბრძოლებენ: "ასველ ლიონ ვილურბანე", "გრაველინესი", "ლიეტუვოს რიტასი", "ბუდუკნოსტი", "პაოკი", "გალათასარაი", "ციბონა" და "ჩოლეტ ბასკეთი".

მადრიდელები პირველ შეხვედრას 19 ან 20 ოქტომბერს გამართავენ სტუმრად საკვალიპიკაციო ეტაპიდან გასულ გუნდთან. ბოლო შეხვედრაც გავლითი ექნებათ თურქეთში "ეფესთან" 21 ან 22 დეკემბერს.



კენჭისყრის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა,პაბლო ლასომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იქნება ჯგუფიდან გასვლა, რადგან თანაბარი ძალის გუნდები არიან. ჩვენ გაგვიჭირდება ყველა მათგანთან თამაში, განსაკუთრებით "არმანი ჯინს მილანთან". როგორც ჩანს, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ჩვენი ყველაზე ძლიერია. "პარტიზანი", "მაკაბი" და "ეფესი" - ეს კლუბები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ყველა გუნდი მაქსიმალურად ეცდება,რომ პლეიოფს მიაღწიოს. ანალოგიურს გავაკეთებთ ჩენც. პირველივე მატჩიდანვე შევუდგებით თავდაუზოგავ მუშაობას და შედეგსაც მივაღწევთ."
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 992 | დაამატა: DaViD | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz