__S_E_R_C_H__ კვირა, 12.05.2024, 02:08
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ილია მეორის ლექს!!! ქართლის მნათობო
22:29
ილია მეორის ლექს!!! ქართლის მნათობო


ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით. ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 950 | დაამატა: __DatKa__ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz