__S_E_R_C_H__ შაბათი, 11.05.2024, 20:42
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მარტი » 5 » ივერიის ყოვლად წმინდა ღვრთისმშობელი
22:37
ივერიის ყოვლად წმინდა ღვრთისმშობელი


იყო ვინმე ქურივი დედაკაცი კეთილმორწმუნე და დიდად მოყუარე ღმრთისმშობელისაი და აქუნდა ხატი მისი შესავედრებელად სულისა თვისისა, რომელსაცა დიდითა სასოებითა პატივს სცემდა და ამბორს უყოფდა სურვილით. ოდეს იქმნა ხატთა ბრძოლაი მწვალებელთაგან, მძლავრი ვინმე მტარვალი შევიდა სახლსა მის ქურივისასა და იხილა ხატი იგი, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა, ჰოი მე, იხადა მახვილი და სცა ხატსა მას წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა, რაითამცა განაპო იგი. ეჰა საკვირველებათა შენთა ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამო და სისხლი, ვითარცა ცხოველისაგან. ესე რაი იხილა მტარვალმან, შიშმან შეიპყრა და დაეცა მიწასა ზედა, შესტირა და შეინანა და მოიქცა ხატთა ბრძოლისაგან და ჰრქუა დედაკაცსა მას: პატიოსანო დედაო სულიერო, ამიერითგან ხატი ესე წმიდა უჩინო-ჰყავ, რაითა არა სხუათა მძლავრთა იხილონ და ბოროტი რაიმე შეამთხვიონ ამას და შენცა. მას ღამესა ღირსი იგი დედაკაცი მრავლითა ცრემლითა და ლმობიერებითა ევედრა და თქუა: ყოვლადწმიდაო დედუფალო მარიამ, აქამომდე მცუელი ჩემი შენ ხარ და ნუგეშინისმცემელი ქურიობისა ჩემისაი. აწ კუალად მეცა დამიფარე და ხატიცა შენი. და წარიყუანა ხატი იგი ზღვისკიდესა და შთაასუენა მცირესა ნავსა და მისთანა სანთელი და საკმეველი, და ამბორს-უყო ლმობიერითა ცრემლითა და შეაცურვა ზღუასა. წარვიდა უკუე ხატი იგი წმიდაი და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდა მთასა წმიდასა, მახლობელად ივერიისა მონასტრისა, რომელ არს ქართველთა. ჟამსა ოდენ შუაღამისასა, იხილეს მონაზონთა მის მონასტრისათა სუეტი ნათლისაი ყოვლად ბრწყინვალე ზღვითგან ვიდრე ცადმდე და განკვირვებულნი ხვალისად შევიდენ ნავებითა ხილვად მისა, გარნა იგი უშორეს წარვიდა და ვერვინ მიეახლა და ილოცეს მრავალთა წმიდათა მამათა, რაითამცა მიეახლენ და არა ინება, არამედ გამოუცხადა მათ, ვითარმედ მოვიდეს გაბრიელ ქართველი და გამოვალს. რამეთუ იყო ესე გაბრიელ მღდელმონაზონი განშორებული, კეთილგონიერებით მოღუაწე, სათნომყოფელი ღმრთისა, და ფრიად მოყუარე ღმრთისმშობელისა. მოიყვანეს ღირსი მამა გაბრიელ და შერაივიდა ზღუად, არღარა განეშორა ხატი იგი ბრწყინვალე, არამედ უფროისღა მოეახლა. ხოლო თაყუანის-სცა მოწლედ და სურვილით ამბორს-უყო. ყოვლად ღირსმან მამამან გაბრიელ ხატსა საყუარელისა თვისისა ღმრთისა დედისასა და გამოიყვანა ქუეყანად და პატივით დაასუენა ეკლესიასა შინა მონასტერსა ივერიელთასა. და იწყეს პარაკლისი და ლიტანიობა მრავლითა ბრწყინვალებითა და სურვილითა თაყუანის-სცემდეს და ლმობიერად ამბორს-უყოფდეს ყოველნი. ხოლო ხვალისად იხილეს წმიდაი იგი ხატი არღარა ადგილსა თვისსა, არამედ ზედა კარსა ეკლესიისასა, ჩამოიღეს და ადგილსავე-თვისსა დაასუენეს პატივითა. გარნა კუალად მუნვე ამაღლდა კარსა ზედა. კუალადცა ჩამოიღეს და კუალადცა ამაღლდა. მერმე გამოეცხადა ღმრთისმშობელი ყოვლად ღირსსა გაბრიელს და ჰრქუა: აქა მნებავს ყოფაი, რათა მცუელ ვიყო ივერიელთა. მაშინ აღაშენეს მუნ სამწირველო შუენიერი კამარედ და უწოდეს საკვირველსა მას ხატსა კარისა ღმრთის-მშობელი, მრავლითა სამკაულითა და დიდებითა პატივ-სცეს დღეინდელად დღემდე. მარადის ჰყოფს საკვირველთა სასწაულთა ყოვლადწმიდაი ღმრთისმშობელი ხატისა მის მიერ პატიოსნისა და ბრწყინუვალედ განფენილ-არს სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა. ხოლო მსმენელნი და მხილველნი ადიდებდენ ღმერთსა, რომელმან ჰყვის საკვირველი და სარწმუნოებით თაყუანის-სცემენ დედასა მისსა მარიამს. ისმინეთ ქრისტესმოყუარენო საკვირველება ღმრთისა და დიდებულება პატიოსანთა ხატთა. ამისთვის გლოცავ და გევედრები მორწმუნენო მსმენელნო! სასოებით თაყუანის-ვსცემდეთ წმიდათა ხატთა და გონებასა ჩუენსა პირმშოისა მის სახისად აღვამაღლებდეთ, მხურვალედ ვევედრებოდეთ და სურვილით ამბორს-უყოფდეთ და პატივს-ვსცემდეთ, სანთლისა აღნთებითა, საკმეველისა კმევითა და შესაწირავითა ეკლესიასა ვადიდებდეთ; მღდელთა პატივს-ვსცემდეთ და ღმერთსა სათნო-ვეყოფოდეთ; ძალისაებრ ჩუენისა ვიმარხვიდეთ; გულით წმიდით ვილოცვიდეთ, თუ ვისგანმე წყენა გუახსოვდეს მიუტეოთ, რაითა ღმერთმან ჩუენცა მოგვიტეოს შეცოდებანი ჩუენნი; საღმრთოსა წირვასა და ეკლესიასა ლოცვასა ნუ დავაკლდებით, აღსარებითა განვსწმდებოდეთ და სარწმუნოებით ვეზიარებოდეთ, ელითა ჩუენითა ვშურებოდეთ და მით მოწყალებასა ვიქმოდეთ, და ესევითარითა სათნოებითა შემკობილნი პატიოსანთა ხატთა თაყუანის-ვსცემდეთ და რაიცა კეთილი ვითხოოთ სარწმუნოებით, უეჭუელად მოგუეცემის. ვაქებდეთ, ვადიდებდეთ, თაყვანის-ვსცემდეთ და ვნატრიდეთ ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღმრთისმშობელსა მარიამს. რამეთუ მან სთქუა: ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი. აჰა გნატრით ნათესავნი ქრიატეანეთანი ღმრთივსანატრელო მარიამ და ვიტყვით: ნეტარ არიან თუალნი შენნი, რამეთუ ჰხედვენ რომლისათვის მრავალთა მეფეთა გული-უთქმიდა ხილვად. ნეტარ არიან ბაგენი შენნი, რომლითა შეეხები ნაკუერცხალსა მას ესაიას ბაგეთა განმწმედელსა, ნეტარ არს პირი შენი, რომლითა ამბორს-უყოფ პირსა, მოსეს პირისა განმაბრწყინვებელსა. ნეტარ არს წიაღი შენი, რომლითა შეიტკბობ, რომელი იყო წიაღთა მამისათა, ნეტარ არიან ძუძუნი შენნი, რომლითა აწოებდ ყოვლისა სოფლისა მზრდელსა, ნეტარ არს მუცელი შენი, რომლითა იტვირთე ცათა დაუტევნელი და ნეტარ არიან იგინიცა, რომელთა ისმინონ სიტყუაი შენგან შობილისა ღმრთისაი და დაიმარხონ იგი.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 939 | დაამატა: __DatKa__ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz