__S_E_R_C_H__ ორშაბათი, 13.05.2024, 21:40
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » მეცნიერებმა “ალმასის პლანეტა” აღმოაჩინეს
20:28
მეცნიერებმა “ალმასის პლანეტა” აღმოაჩინეს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირიც შესაძლოა ალმასით იყოს დაფარული.
პლანეტაზე ალმასის არსებობის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს, ნასას ტელესკოპის – "სპიტცერის”- საშუალებით აკვირდებოდნენ.გამოვლენილი ობიექტი დედამიწიდან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს, რაც კოსმოსური გათვლებით შორი არ არის.

"არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის რომ პლანეტა და მასზე არსებული მთები, ალმასისგან შედგება”, – ამბობს მკვლევარების ჯგუფის წევრი ნიკუ მადჰუსუდჰანი.

გაირკვა, რომ პლანეტის ატმოსფეროს ნახშირბადის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა აქვს. ჩატარებულმა გათვლებმა აჩვენეს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ციური სხეულის ზედაპირი ალმასებისა და გრაფიტისგან შედგება.

ამჟამად მეცნიერებისთვის ცნობილია 500-ზე მეტი ე.წ. "ეგზოტიკური” პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. მათი შემადგენლობის გაგებისთვის საჭირო ანალიზის მეთოდები და ინსტრუმენტები მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი.


სურთები კოსმოსის:






კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 918 | დაამატა: DaViD | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz