__S_E_R_C_H__ ორშაბათი, 13.05.2024, 05:01
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » ოლიმპიური თამაშები
20:02
ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიური თამაშები, იყო უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრება ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ასევე ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ).

ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგ: ომი, 1916 წ. მე-6 თამაშები; 1940 წ. მე-12 თამაშები; 1944 წ. მე-13 თამაშები).

1924 წლიდან სისტემატიურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი (სამხტომი 13.7 მ, აშშ). მანდილოსნებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს 1900 წელს ჩოგბურთელთა ტურნირში და პირველი ქალი ჩემპიონი იყო შ. კუპერი (დიდი ბრიტანეთი).

ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius" (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ).

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1006 | დაამატა: DaViD | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz