__S_E_R_C_H__ პარასკევი, 03.05.2024, 03:59
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ფაჩულია კლიპერსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:
15:03
ფაჩულია კლიპერსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:
2012-11-25
ფაჩულია კლიპერსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა: 19 ქულა, 12 მოხსნა

ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „ატლანტას" დასავლეთ კონფერენციისა და ლიგის ერთ–ერთი საუკეთსო გუნდი „კლიპერსი" დაამარცხებინა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – ზაზამ შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის გასაფორმებლად ფაჩულიას 37 წუთი დასჭირდა.

როგორც ჩანს, ატლანტელთა მწვრთნელმა ოპტიმალურ ხუთეულს ჯერ ვერ მიაგნო და კვლავ როტაციას მიმართავს. ლარი დრიუმ ფაჩულია ამჯერად ხუთეულში გაამწესა და ქართველმა ცენტრმაც ნბა–ს ერთ–ერთ საუკეთესო მეფარების წინააღმდეგ შთამბეჭდავად ითამაშა. ალ ჰორფორდთნ ერთად ზაზას ბლეიკ გრიფინისა და დეანდრე ჯორდანის წინააღმდეგ უწევდა თამაში.

ფაჩულიამ შესაშური სიზუსტე გამოიჩინა და 9 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 7–დან 5 საჯარიმოც მოაყოლა და 19 ქულით ჯეფ ტიგთან ერთად ატლანტელთა ბომბარდირი გახდა. ზემოხსენებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად ზაზას 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ბურთი კი 3–ჯერ დაკარდა.

ჰორფორდმა, რომელიც ფაჩულიასთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო, შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, ხოლო კიდევ ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. კლიპერსელთაგან საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა აჩვენა – 22 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი.

შეხვედრის ბოლო მეოთხედი ატლანტელებმა 14 ქულის სხვაობით წააგეს, თუმცა გამარჯვება მაინც მათ დარჩათ, რადგან მეორე და მესამე პერიოდებში მეტოქეს, რომ იტყვიან, გადაუარეს. პირველი 12–წუთეულის 21:24 წაგების შემდეგ ატლანტელებმა თამაში გამოასწორეს და ლოსანჯელესურ კლუბს საქმე მალევე მოუთავეს. მე–2 და მე–3 მეოთხედები ფაჩულიას გუნდმა ჯამში 28 ქულით მოიგო და მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. საბოლოოდ მასპინძლებმა 11 ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 104:93.

ამ გამარჯვებამ ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღაზევა. ფაჩულიას გუნდს 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. ჯორჯიებელის წინ მხოლოდ „მაიამი" და „ნიუ იორკი" არიან.  მომდევნო მატჩს ატლანტელები ისევ შინაურ არენაზე, 28 ნოემბერს, „შარლოტის" წინააღმდეგ გამართავენ.

სურათზე: ზაზა ფაჩულია ბლეიკ გრიფინმაც ვერ შეაჩერა

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1176 | დაამატა: guroo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz