__S_E_R_C_H__ პარასკევი, 17.05.2024, 14:36
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები

მინი-ჩეთი
200

საჭირო პროგრამები


შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » ივნისი » 23 » "რეალი" კვლავაც პირველ კალათში მოხვდა
14:48
"რეალი" კვლავაც პირველ კალათში მოხვდა
დღეს "უეფამ" "ჩემპიონთა ლიგის" 2012/13 წლების გათამაშების მონაწილეთა სია გამოაქვეყნა.

მადრიდის "რეალი" კვლავაც პირველ კალათში მოხვდა "ჩელსისთან", "ბარსელონასთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ბაიერნთან", "არსენალთან", "პორტუსთან" და "მილანთან" ერთად. აღსანიშნავია, რომ "უეფას" საერთო რეიტინგში "ლოს ბლანკოსი" მეხუთე ადგილს იკავებს.

სიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, მადრიდის "რეალი" ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდეს. საქმე ისაა, რომ მეორე კალათში ისეთი გუნდები გადანაწილდნენ, როგორებიც "მანჩესტერ სიტი", დორტმუნდის "ბორუსია" და ტურინის "იუვენტუსი" არიან. შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი "ჩემპიონთა ლიგის" 2012/13 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალის" ქვეჯგუფში მოხვდეს.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება. ტურნირის პირველი მატჩები 18 და 19 სექტემბერს შედგება. რაც შეეხება გათამაშების ფინალურ დაპირისპირებას, ის 2013 წლის 15 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ "ჩემპიონთა ლიგის" დასკვნით შეხვედრას კვლავაც "უემბლი" უმასპინძლებს. 
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 901 | დაამატა: guroo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 71

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

მუსიკები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz