მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გულშემატკივრები არ მოდუნდნენ და მხურვალედ დაუჭირონ მხარი საყვარელ გუნდს...
მოგეხსენებათ, 27 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას მადრიდის "რეალი" საშინაო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს, მეტოქე უპრინციპულესი იქნება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 27 აპრილის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 % - ით დაიკლებს, რაც ინჩასებისთვის დამატებითი სტიმული იქნება იმისათვის, რომ სტადიონზე მივიდნენ და ჟოზე მოურინიოს შეგირდებს მხარი დაუჭირონ.
|