დღეს,როცა მეც მყავს შვილი, უფრო ლამაზი ჩანხარ, ბედნიერი ვარ შენით, მუდამ ჩემს გულში მყავხარ… ბევრჯერ გატკინე გული, ცრემლიც გადინე მე და- თუ გაწყენინე რამე- გთხოვ,მაპატიე დედა. ხარ ჩემი საფიცარი, მზის სხივზე უფრო თბილო, დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის შენი ნათქვამი ” შვილო”… ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი, შენს ამაგს უფრო ვხედავ, დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა…..
დედას ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი. ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები. დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი. არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო. შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ. თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები. შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა. მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
|